Saturday, March 14, 2015

მე-9 დღე

    დღეს დავასრულეთ პროექტის პორტფოლიზე მუშაობა და მოვემზადეთ პორტფოლიოს წარდგენისთვის. გავერკვიე, როგორ მოვამზადო და წარმოვადგინო ჩემი ნამუშევრები ეფექტურად, როგორ გავუზიარო ჩემს კოლეგებს კონსტრუქციული უკუკავშირი.
    ვისწავლე ჩემს ბლოგზე ვებსაიტების მიბმა. ეს ძალიან გამიადვილებს მუშაობას. აღარ მომიწევს საიტებზე ძებნა, რაც დამჭირდება, უცებ ვნახავ.
    ბოლოს შევაფასეთ ინტელის ძირითადი კურსი.
    ტრენინგის დასრულების შემდეგ შემიძლია ვთქვა, თუ აქამდე ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა  პროექტის შაბლონზე, ახლა ჩამოვყალიბდი და უკვე ვიცი, როგორ უნდა ვიმუშაო, როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები, ინტერნეტ-მასალები. გამიჩნდა იდეა, დავწერო სასკოლო კლუბის შექმნის პროექტი. ტრენერმა მომცა მიმართულება, მასთან  აქტიური თანამშრომლობით ამასაც მოვახერხებ. ტრენერი, და, ზოგადად ეს კურსი მაძლევს კარგ მოტივაციას და სტიმულს.

დღე მე-8

   დღეს ტექნიკურ მხარეზე მეტი ვიმუშავეთ. ეს ჩემი სუსტი მხარეა და მთელი გულმოდგინებით ვისმენდი, ვმუშაობდი შეძლებისდაგვარად,  თუმცა ძალიან დიდი ინფორმაციაა ასათვისებელი და  ცოტა გამიჭირდა. სამაგიეროდ ვისწავლე მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიების გამოყენება. გავიგე, როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს სწავლების პროცესში. მივხვდი, როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.
     ვიმუშავეთ და დამეხმარა სასწავლო პროექტის განხორციელების გეგმაზე მუშაობა.. გავუკეთეთ მოდიფიცირება სასწავლო სროექტის გეგმას.

Sunday, March 8, 2015

დღე მე-7 განვიხილეთ მომზადებული სლაიდები. გავითვალისწინეთ ტრენერის და ერთმანეთის რეკომენდაციები. გავერკვიე უკუკავშირის საჭიროებაში. მივიღეთ რჩევები და რეკომენდაციები უკუკავშირისთვის. იგი მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის.
        ვისწავლე შეფასების რუბრიკების გამოყენება. გავერკვიე, რითი უნდა ვისარგებლო, შეფასებისას. კარგი იყო ბლუმი-გარდნერის მატრიცაზე მუშაობა, რომელიც გამომადგება მოსწავლეებთან ინდივიდუალურ მიდგომაში.
      ტექნიკურ საკითხებზე საინტერესო და მრავალფეროვანი  მუშაობის შემდეგ გამოვიყენე მიღებული ცოდნა ჩემი მასალების გასამრავალფეროვნებლად. მუსიკალურმა, ანიმაციურმა, სპეც-ეფექტებმა უფრო საინტერესო გახადა პროექტი

Saturday, March 7, 2015

დღე მეექვსე-რეფლექსია

დღე მე-6. განვიხილეთ პროექტის მიმდინარეობა და პროცედურები. გავითვალისწინეთ რეკომენდაციები- ტრენერის, ერთმანეთის. საინტერესო იყო მოსწავლის როლში ყოფნა. ვისწავლეთ სლაიდის შექმნა. ვიცწავლეთ, რა თანმიმდევრობით უნდა ავაგოთ, რა უნდა გავითვალისწინოთ. მივხვდი, რომ მიზნებში რაღაც მაკლია, შესაბამისად, აქაც ვერ მოვახერხებ ჩაწერას. ყველაფერმა უნდა მიგიყვანოს მიზანთან.

Sunday, March 1, 2015

დღე მე-5. დღეს სასწავლო პროცედურებზე ვიმუშავეთ. დავიწყეთ პროცედურების ჩაწერა. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ყველა მომენტი უნდა გათვალო და თანმიმდევრულად, გარკვევით გადმოსცე. ვისწავლეთ საავტორო უფლების დაცვა. უნდა გამოვიყენოთ მუშაობისას. უნდა მივუთითოთ გამოყენებული მასალის ავტორი.ვისწავლეთ ონლაინ- კოლაბორაცია. საჭიროა თანამშრომლობა შედეგზე გასასვლელად. საკუთარ თავზე უნდა ვიმუშავო მეტი!

Sunday, February 15, 2015

მე-3 დღე

დღეს ვისწავლეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დასმა. გავიაზრეთ, რომ ყველაფერი თემის მიზნიდან უნდა გამომდინარეობდეს. ვნახეთ ნიმუშები, რაც დაგვეხმარა საკუთარი პროექტის ფორმირებაში. არაა აუცილებელი გლობალურ პროექტზე ვიმუშაოთ, მთავარია, გავიდეთ მიზნებზე და შევქმნათ პროდუქტი, რაც მთავარია, მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ 21-ე საუკუნის უნარ- ჩვევები.  დავიწყეთ პროექტის გეგმის შაბლონის შევსება.
            სამუშაო შრომატევადია, მაგრამ საინტერესო და საჭირო.

Saturday, February 14, 2015

დღე მე-2. ვისწავლეთ ბუკლეტის, ბროშურის გაკეთება. სურათის, ინფორმაციის გადმოტანა და დანიშნულებისამებრ გამოყენება, ჩარჩოში ჩასმა, ინფორმაციის გადაგზავნა. ეს კარგად დაგვეხმარება პროექტის დაგეგმვაში. მადლობა ჩვენს მშვენიერ ტრენერს.

Tuesday, February 10, 2015

დღე 1-ლი

თანამედროვე ეპოქა ახალ გამოწვევებს გვთავაზობს.  ჩვენც, პედაგოგებიც, ვცდლობთ, არ ჩამოვრჩეთ თანამედროვე მოთხოვნებს, ავითვისოთ ახალი ტექნოლოგიები და სწავლის პროცესი ბევრად უფრო საინტერესო გავხადოთ. intel-ის პროექტით სწავლების პირველმა მოდულმა გვასწავლა ბლოგის გაკეთება, კომენარებისა და ჩანიშვნების გაკეთება. გამიჩნდა მეტი ინტერესი, რომ ინფორმაცია  მოვიძიო ინტერნეტ -სივრცეში, ყველაფერი ჩავწერო და ჩავინიშნო  საკუთარ ბლოგზე.