ვისწავლე ჩემს ბლოგზე ვებსაიტების მიბმა. ეს ძალიან გამიადვილებს მუშაობას. აღარ მომიწევს საიტებზე ძებნა, რაც დამჭირდება, უცებ ვნახავ.
ბოლოს შევაფასეთ ინტელის ძირითადი კურსი.
ტრენინგის დასრულების შემდეგ შემიძლია ვთქვა, თუ აქამდე ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა პროექტის შაბლონზე, ახლა ჩამოვყალიბდი და უკვე ვიცი, როგორ უნდა ვიმუშაო, როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები, ინტერნეტ-მასალები. გამიჩნდა იდეა, დავწერო სასკოლო კლუბის შექმნის პროექტი. ტრენერმა მომცა მიმართულება, მასთან აქტიური თანამშრომლობით ამასაც მოვახერხებ. ტრენერი, და, ზოგადად ეს კურსი მაძლევს კარგ მოტივაციას და სტიმულს.